თვითმფრინავის ნაწილები კუნძულ გერნსის მახლობლად ლა მანშის ფსკერზე აღმოაჩინეს. ჯერ უცნობია, აღმოაჩინეს თუ არა სალასა და აიბოტოსონის სხეულები.
წყალქვეშა ძებნითი სამუშაოები 3 თებერვალს დაიწყო.
კერძო ოპერაცია დაფინანსებულია შემოწირულობებით და უკვე შეგროვებულია 300 ათასი ევრო.
სალა "კარდიფში" გადავიდა, საფრანგეთში კი "ნანტის" ფეხბურთელებთან დასამშვიდობებლად ჩავიდა და ინგლისში დაბრუნებისას თვითმფრინავი დაიკაგრა.