ეს ფრანგული კლუბის პირველი შეხვედრა იყო მათი ყოფილი მოთამაშის, ემილიანო სალას გაუჩინარების შემდეგ.
ორივე გუნდის მოთამაშეებს ზურგზე საკუთარი გვარის ნაცვლად ემილიანოს გვარი ეწერათ.

მატჩი მე-9 წუთზე შეჩერდა არგენტინელი მოთამაშის პატივისცემის ნიშნად, რომელიც "ნანტში" 9-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
ემილიანო სალა 17 იანვარს "კარდიფის" მოთამაშე გახდა. მასში უელსურმა კლუბმა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა - 18 მილიონი ევრო გადაიხადა.
არგენტინელი ფეხბურთელი 2 დღეში გაუჩინარდა. მისი ვერტმფრენი, რომლითაც ის კარდიფში მიფრინავდა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

საფრანგეთის სანაპიროზე ემილიანო სალას დაკარგული თვითმფრინავის სავარძლის ნაწილები ნახეს
ემილიანო სალას ოჯახი დაკარგული თვითმფრინავის ძებნას საკუთარი სახსრებით გააგრძელებს
ემილიანო სალამ თვითმფრინავის რადარიდან გაქრობამდე შეტყობინება გააგზავა - ღმერთო, მე გვამი ვარ