სამარცხვინო საქციელი - "საუთჰემპტონის" ფანებმა სალას გარდაცვალებას დასცინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საუთჰემპტონისა" და "კარდიფის" დაპირისპირებისას პოლიციამ ორი ინგლისელი გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც "კარდიფის" მოთამაშის, ემილიო სალას სიკვდილს დასცინოდნენ.

ინტერნეტში თამაშის შემდეგ განთავსდა ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს
ეს ორი ადამიანი, რომლებიც თვითმფრინავს ჟესტიკულაციით ასახავდნენ. მოგეხსენებათ, ემილიო სალა 2019 წლის 21 იანვარს ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

კლუბ "საუთჰემპტონის" ადმინისტრაციამ მომხვდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

"კლუბი გააგრძელებს მუშაობას ჰემშირის პოლიციასთან, რათა ამოიცნოს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ნებისმიერი სახის ჟესტიკულაციას იყენებდნენ. მსგავს ქცევას ჩვენს სპორტში ადგილი არ უნდა ჰქონდეს და კლუბი დაკავებულებთან მიმართებაში უკიდურესად მტკიცე პოზიციას დაიჭერს".

გარდაცვლილ ფეხბურთელს თამაშის წინ ორივე გუნდის გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინგლისელი გულშემატკივრები საფეხბურთო სეზონის მსვლელობისას უკადრისად იქცევიან. 9 თებერვალს "ევერტონისა" და "უოტფორდის" მატჩის შემდგომ გამართული ჩხუბის მონაწილეები დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს პრემიერლიგის 26-ე ტურში "საუთჰემპტონისა" და "კარდიფის" შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

altპრემიერლიგა. XXVI ტური: 6:0! ფეხბურთია თუ ჩოგბურთი? [VIDEO]

altემილიანო სალას გარდაცვალება დადასტურდა - ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი ამოიცნეს

alt"კარდიფის" მწვრთნელმა ემილიანო სალას მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და ატირდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მარაზმია.
სოსო
13:04 12-02-2019
0

სიახლეები პოპულარული