
21 წლის სერბის გადაბირებით ამჯერად უკვე ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა. ლონდონურმა კლუბმა უკვე შესთავაზა "აინტრახტს" 45 მლნ ევრო. აქვე გეტყვით, რომ სერბის სატრანსფერო უფლებები "ბენფიკას" ეკუთვნის, თუმცა გერმანულ კლუბს გამოსყიდვის უფლება აქვს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იოვიჩით "ბარსელონა" და "რეალი" არიან დაინტერესებულები. მადრიდელებმა იგივე თანხა შესთავაზეს "აინტრახტს", რაც "ჩელსიმ", ხოლო "ბარსელონას" გერმანელებმა უთხრეს, რომ 75 მლნ ევროზე ნაკლები არ სურთ.
იოვიჩი ბუნდესლიგის ბომბარდირია. მის ანგარიშზე 19 მატჩში 14 გოლია.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით