ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს "ჩელსის" ყიდვა სურს

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი სერ ჯიმ რეტკლიფი მზად არის, რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩისგან ლონდონის "ჩელსი" იყიდოს.

66 წლის რეტკლიფმა ბიზნესი ქიმიურ მრეწველობაში ააწყო. The Times-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩი "ჩელსის" სანაცვლოდ 2,5 მილიარდ გირვანქას ითხოვს. რეტკლიფს შესაბამისი თანხა აქვს, თუმცა მას არ სურს, "ჩელსის" საშინაო არენის, "სტემფორდ ბრიჯის" ძვირად ღირებულ რეკონსტრუქციაზე დახარჯოს ფული, რაზეც მანამდე უარი აბრამოვიჩმაც განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალ Forbes-ის ბოლო რეიტინგში აბრამოვიჩმა 107-ე, რეტკლიფმა კი 110-ე ადგილი დაიკავა.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 21 მილიონ გირვანქას შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
21 მილიარდი უნდა დაეწერა ალბათ ბიძო მილიარდლებში გძეტა მესამასე ადგილზეა ექვსი მილიარდით ( ნუ დახოლოებითი ოფიციალური ძველი ვერსია ეგეთი იყო თორე ოფშორებში და მუთაქებში ერთი მაგდენი კი ექნება ჩელსის ყიდვის ამ მსურველსაც და ბიძოსაც)და ეს თუ ას მეათე ადგილზეა ლოგიკურად ბეჭვითი შეცდომაა და საერთოდ მილიონერებს არააქვთ რეიტინგი მილიონერები უკვე ყოველი მეორე ბიზმესმენია :დ და ყოველი პირველი ქართველი მმართველი ხელისუფლების წევრი :დ
lasha
01:31 20-03-2019
0
როცა ქომება 21 მილიონი გაქ 2.5 მილიარდ ნახევარი საიდან უნდა გააჩინო? :D
ნოდო
22:46 19-03-2019
0

სიახლეები პოპულარული