კოვაჩიჩს "რეალში" დაბრუნება არ უნდა, "ჩელსიში" კი ფიფას გამო ვერ რჩება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩს, რომელიც ლონდონურ გუნდში მადრიდის "რეალიდან" იჯარით გადავიდა, მადრიდში დაბრუნება არ სურს. 24 წლის ხორვატი კარიერის ინგლისში გაგრძელებას გეგმავს.

თუმცა, კოვაჩიჩის მომავალი ახლა იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა "ჩელსი" ფიფას მიერ დაწესებული სატრანსფერო აკრძალვის გადავადებას ან გაუქმებას.

მოქმედი აკრძალვის პირობებში "არისტოკრატები" კოვაჩიჩს ვერ გამოისყიდიან და ახალი სეზონის განაცხადში ვერ შეიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ კოვაჩიჩის მიმართ ინტერესს ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და მილანის "ინტერიც" იჩენენ.

პრემიერლიგის 26 მატჩში კოვაჩიჩის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული