ლუი ვან გალი: სოლსკიაერსა და მოურინიოს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა - სოლსკიაერი იგებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა კლუბიდან მის გაშვებაზე და საკუთარი მემკვიდრეების, ჟოზე მოურინიოსა და ოლე-გუნარ სოლსკიაერის მუშაობა შეაფასა.

"ჩემ შემდეგ მოსულმა მწვრთნელმა, მოურინიომ, ტაქტიკა შეცვალა და გადაწყვიტა, რომ "იუნაიტედმა" საჯარიმოსთან ავტობუსი უნდა დააყენოს და კონტრშეტევებზე ითამაშოს.

მოქმედი მწვრთნელიც იმავე ტაქტიკით თამაშობს. სოლსკიაერსა და მოურინიოს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა - სოლსკიაერი იგებს.

მე კლუბში აღარ ვარ, თუმცა ცვლილებები სახეზეა - როგორც ჩანს, კლუბში ატმოსფერო გამოსწორდა. სოლსკიაერმა პოგბას პოზიცია შეუცვალა და იქ დააყენა, სადაც ფრანგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თუმცა
"იუნაიტედის" ახლანდელი თამაში განსხვავდება იმისგან, რაც ფერგიუსონის დროს იყო. ეს თავდაცვითი, კონტრშეტევებზე აწყობილი ფეხბურთია. მაგრამ თუ თქვენ ეს მოგწონთ, ეს თქვენი ნებაა. თუ ეს უფრო სასიამოვნო საყურებელია, ვიდრე ჩემი მოსაწყენი შემტევი ფეხბურთი, ძალიან კარგი. თუმცა მე ვერ დაგეთანხმებით.

"იუნაიტედს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, იმიტომ, რომ გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობს. მათი დამარცხება ძნელია და ეს, მოგწონთ თქვენ თუ არა, მოურინიოს მუშაობის შედეგია", - განაცხადა ვან გაალმა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული