30 მარტს, პრემიერლიგის 32-ე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე "უოტფორდს" 2:1 მოუგო.
"მანჩესტერმა" 61 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზე გადავიდა და 2 აპრილს სტუმრად "ვულვერჰემპტონს" შეხვდება.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 543 მაყურებელი
მანჩესტერი - უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 რეშფორდი (28), 2:0 მარსიალი (72), 2:1 დაკური (90)
ნამატჩევს "მანიუს" მენეჯერმა ოლე-გუნარს სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მეორე ტაიმი მისმა გუნდმა ცუდად ჩაატარა და შეხვედრის ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა.