პრემიერლიგა. XXXIII ტურის წინ: თუ "ლივერპულს" ჩემპიონობა სურს...

AutoSharing Option
პრემიერლიგაში ისევ "ნაკლული" ტურია, მაგრამ ამ ტურს ინტრიგა ნამდვილად არ აკლია. მიუხედავად იმისა, რომ არ თამაშობს "მანჩესტერ სიტი", დაძაბულობა სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის.
"ლივერპული" გაშმაგებით მიილტვის ჩემპიონობისკენ. რა თქმა უნდა, ფეხის დაცდენა იურგენ კლოპის გუნდისთვის ტრაგედიის ტოლფასი იქნება. ასე რომ, გუნდმა უთუოდ უნდა მოუგოს "საუთჰემპტონს". ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან თავის მხრივ, "წმინდანებსაც" აქვთ სატურნირო ამოცანები. ისიც გვახსოვს, ამ გუნდთან გასვლაზე არაერთი ფავორიტის ოცნებები რომ დამსხვრეულა...

დიდ ყურადღებას იქცევს "ევერტონისა" და "არსენალის" მატჩი. ეს დუელი ბოლო დროს "მეთოფეთა"
უპირატესობით კი მიმდინარეობს, მაგრამ, თუ მასპინძელი თამაშის ხასიათზე იქნება, არავინ იცის, რა მოხდება. "ევერტონს" ხომ ძალიან უყვარს გრანდების გამწარება.

თავის მხრივ, "არსენალს" ოთხეულში მოხვედრა სურს. ამდენად, უნაი ემერი ამ შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაზე იფიქრებს. გუნდს ამის რესურსი აქვს, თუმცა თამაშის საბოლოო შედეგის პროგნოზირება ძალიან რთულია.

მიმდინარე სეზონში "ჩელსი" მაგრად ირყევა. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში კარისკენ მიუთითონ მაურიციო სარის. ეს არ იქნება გასაკვირი, რადგან სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, "არისტოკრატები" ვერაფრით ავლენენ მთელ პოტენციალს. "ვესტ ჰემს" კი ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ მეტოქე გააწვალოს.

ფაქტები
  • პრემიერლიგიდან უკვე ოფიციალურად გავარდნენ "ჰადერსფილდი" და "ფულჰემი".
  • "ლივერპულმა" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "საუთჰემპტონს".
  • "ბარნლიმ" ბოლო მატჩი 4:0 მოუგო "ბორნმუთს".
  • "ლესტერმა" უკანასკნელ 2 შეხვედრაში შეძლო "ჰადერსფილდის" დამარცხება.
  • "ნიუკასლისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 2 მატჩი ფრედ მორჩა.
  • "არსენალმა" ბოლო ოთხ დაპირისპირებაში დაჯაბნა "ევერტონი".
  • "ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პრემიერლიგა. XXXIII ტური
პარასკევი, 5 აპრილი
საუთჰემპტონი-ლივერპული 23:00

შაბათი, 6 აპრილი
ბორნმუთი-ბარნლი 18:00
ჰადერსფილდი-ლესტერი 18:00
ნიუკასლი-კრისტალ პალასი 18:00

კვირა, 7 აპრილი
ევერტონი-არსენალი 17:05

ორშაბათი, 8 აპრილი
ჩელსი-ვესტ ჰემი 23:00

ტოტენჰემი-ბრაიტონი 23 აპრილს

ბომბარდირები: 19 - აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - სალაჰი (ლივერპული), ობამეიანგი (არსენალი), კეინი (ტოტენჰემი), მანე (ლივერპული); 15 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 14 - აზარი (ჩელსი); 13 - ლაკაზეტი (არსენალი), ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული