"ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" დიდი ძალისხმევის შედეგად დაამარცხა - ერთი გოლი თამაშგარედან გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს, პრემიერლიგის 33-ე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "საუთჰემპტონს" 3:1 სძლია.

ანგარიში დებიუტში მასპინძელთა თავდამსხმელმა შეინ ლონგმა გახსნა. ეს ინგლისის ჩემპიონატებზე "ლივერპულის" მიერ გაშვებული მე-5000 გოლია. პირველი გოლი მერსისაიდულმა გუნდმა 1894 წელს "ბლექბერნთან" მატჩში გაუშვა.

36-ე წუთზე ნაბი კეიტამ საპასუხო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საგოლე კომბინაციისას ბურთის მიღების მომენტში მოჰამედ სალაჰი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სტუმრებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ შეხვედრის დასასრულს მოახერხეს. გოლები სალაჰმა და ჰენდერსონმა გაიტანეს.

"ლივერპული" 82 ქულით პირველ ადგილზეა და 14 აპრილს "ჩელსის" უმასპინძლებს, იქამდე კი 9 აპრილს, ჩემპიონთა
ლიგაზე  "ენფილდზე" "პორტუს" დაუპირისპირდება.

"ლივერპულს" "მანჩესტერ სიტი" 2 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სალაჰმა 8-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და "ლივერპულში" პრემიერლიგაზე 50-ე გოლი გაიტანა.

საუთჰემპტონი. "სენტ მერისი". 31 797 მაყურებელი
საუთჰემპტონი - ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 ლონგი (9), 1:1 კეიტა (36), 1:2 სალაჰი (80), 1:3 ჰენდერსონი (86)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული