"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს

AutoSharing Option
The Telegraph-ი წერს, რომ "მანჩესტერ სიტი" საკუთარი სატრანსფერო რეკორდის განახლებას აპირებს და მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის - როდრი ერნანდესის შეძენას გეგმავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 22 წლის ესპანელი ნახევარმცელი "სიტის" ფერნანდინიოს შემცვლელად უნდა. ბრაზილიელს მალე 34 წელი შეუსრულდება.

შესაძლოა, "ატლეტიკომ" ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ გაუშვას. ეს ის თანხაა, რაც როდრის კონტრაქტში არის მითითებული.

ამიტომ, თუ შეთანხმება შედგება, როდრი "ქალაქელების" ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება. ჯერ ამ სტატუსს რიად მაჰრეზი ატარებს, რომელიც "სიტიმ" "ლესტერიდან" 67.8 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული