"მანჩესტერი" მთლად გაბითურდა - ამჯერად "მანჩესტერ სიტისთან" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერს" 2:0 სძლია.

კი იძახოდა ამ შეხვედრის წინ "მანჩესტერის" მენეჯერი სოლსკიაერი, "ევერტონთან" შერცხვენის შემდეგ რეაბილიტაციისთვის უკეთეს მეტოქეს ვერც ვინატრებდით და ჩემი ფეხბურთელების რეაქციის იმედი მაქვსო, მაგრამ ისევ დამარცხდნენ.

"მანიუმ" ბოლო 9 მატჩიდან 7 წააგო და ბოლო 3 საერთო ანგარიშით - 0:9.

"მანჩესტერ სიტიმ" ამ სეზონში 157 გოლი გაიტანა და 2014 წელს მის მიერვე დამყარებული პრემიერლიგის რეკორდი დაამხო.

"მანჩესტერ სიტი" 89 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში სტუმრად "ბარნლის" შეხვდება.

"მანჩესტერი" კი 64 ქულით
მეექვსე ადგილზე დარჩა და 28 აპრილს "ჩელსის" უმასპინძლებს.

პეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც "მანჩესტერი" სტუმრად ინგლისის ჩემპიონატზე ზედიზედ სამჯერ დაამარცხა.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 431 მაყურებელი
მანჩესტერი - მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 ბერნარდუ სილვა (54), 0:2 სანე (66)
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარსას მერე დაითარსა! ყველას ასე მოუვა ვინც გადაგვეღობება!
2
კი არ გაბითურდა,გაფარჩაკდა! გაბანძდა!
0

სიახლეები პოპულარული