5 მაისს, პრემიერლიგის 37-ე ტურში "მანჩესტერი" სტუმრად ფრეს (1:1) დასჯერდა აუტსაიდერ "ჰადერსფილდთან".
"მანჩესტერი" 66 ქულით მე-6 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვეღარ მოიპოვებს და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ასპარეზობით დაკმაყოფილდება.
"მანიუმ" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო მათგან უკანასკნელ 5 შეხვედრაში - ვერც ერთი.
"მანჩესტერმა" ზედიზედ 14 მატჩში გაუშვა გოლი, რაც ბოლოს 1970 წელს მოხდა.
"იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ სატურნირო ცხრილი არ ტყუის და ტოპ 4-ში მოხვედრა არ დაიმსახურეს.
ჰადერსფილდი. "ჯონ სმიტი". 24 263 მაყურებელი
ჰადერსფილდი - მანჩესტერი 1:1
გოლები: 0:1 მაკტომინი (8), 1:1 მბენზა (60)