დევიდ ბექჰემი: ფერგიუსონმა მაიძულა თმები გასახდელში შემეჭრა

AutoSharing Option
წინა წელს ფეხბურთის ვარსკვლავებმა ინტერნეტში ჩაუშვეს OTRO-ს მომსახურება. იქ მოცემულია ვარჯიშები, ან განხილვები თუ მოგონებები. მასში მონაწილეობას მესი, ზიდანი, ბექჰემი და სხვა ბევრი ცნობილი ფეხბურთელი იღებს. ამჯერად ბექჰემი მოუყვა OTRO-ს , "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნლმა ალექს ფერგიუსონმა როგორ აიძულა ის თმები პირდაპირ გასახდელში შეეჭრა.

ვარცხნილობის ის სტილი, რომელსაც ბექჰემი ატარებდა "იროკეზის" სახელით არ ცნობილი. "იროკეზი" ბექჰემმა პირველად 2000 წელს "ჩელსისთან" გასამართი სუპერთასის ფინალის წინ გაიკეთა.

"გასახდელში ისე შევედი, რომ ალექსს ვერ შევემჩნიე. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩემი ვარცხნილობის ჩვენების
მეშინოდა. ფინალამდე 1 დღით ადრე ვარჯიშზე ქუდით მივედი, ქუდითვე ვივარჯიშე, სასტუმროშიც ქუდით წავედი, ვისადილე-ვივახშმე ქუდით, ავტობუსშიც ქუდი მეხურა"- თქვა ბექჰემმა.

თუმცა, მწვრთნელმა მაინც შეამჩნია ნახევრმცველის ახალი "იმიჯი".

"როცა სათამაშოდ მზად ვიყავი, ქუდი მოვიხსენი. ფერგიუსონმა მაშინვე მითხრა: "გადაიპარსე!". მე გავიცინე, თუმცა მან თვალებში შემომხედა და უთქმელად გამაგებინა - "არ ვხუმრობ!" მომიწია საპარსის მოძიება და "იროკეზი" პირდაპირ "უემბლის" საპირფარეშოში გადავიპარსე. ეს იმიტომ, რომ მწვრთნელი ყოველთვის მართალია"- აღნიშნა ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.

ის შეხვედრა "იუნაიტედმა" 0:2 წააგო. როი კინი გახდა ბოლო ფეხბურთელი, ვინც ძველ "უემბლიზე" გააძევეს.

იმ დროისთვის უცნაური ვარცხნილობისკენ ბექჰემს ფილმმა "ტაქსისტმა" უბიძგა. ამ ფილმში მთავარ როლს რობერტ დე ნირო თამაშობს და მისი გმირი, სწორედ "იროკეზს" ატარებს.

Sportall.Ge

"მე ეს ფილმი მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე და გავიფიქრე -"რა მაგარია!" ჩემ სტილისტს, ტაილერ ჯონსტსონს ვთხოვე მოსულიყო და ისეთივე ფორმა მიეცა ჩემი თმებისთვის, ანუ ჩემვის გაეკეთებინა ისეთი "იროკეზი", როგორიც ტრევის ბიკლს(პერსონაჟის სახელი) ჰქონდა."
მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს ბექჰემმა გადაიპარსა თავი, 2001 წლის მაისში მაინც გაიკეთა "იროკეზი."

"ბექზი" მიიჩნევს, რომ დღეს მის ასეთ გადაწყვეტილებას სხვანაირად აღიქვამდნენ.

"ახლა ბევრი რამ შეიცვალა. ახლა მოედანზე "იროკეზით" გამოსვლა, კისერში სვირინგების გაკეთება და სხვადასხვა ფერის ბუცებით თამაში ჩვეულებრივი რამეა. ჩემს ახალგაზრდობაში, მწვრთნელი მოედანზე წითელი ან თეთრი ფერის ბუცებით გასვლას გვიკრძალავდა."

ბექჰემი მართალია, დღეს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ფეხბურთელები უდიდეს ყურადღებას აქცევენ მოედანზე თუ მის ფარგლებს გარეთ განსხვავებულად და "მოდურად" ყოფნას. შეიძება, სასურველ იმიჯს თავად მატჩზე უფრო დიდ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდეს ზოგიერთი.

მომზადებულია SPORTS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული