"ლივერპულის" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი დატოვოს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითლებს" სურთ, გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ახალი კონტრაქტი შესთავაზონ, თუმცა AS-ის მტკიცებით, ამით უკმაყოფილოა ეგვიპტელი ფეხბურთელი.
მედიის ცნობით, სალაჰსა და კლოპს შორის კონფლიქტი იყო, რის გამოც ეგვიპტელი მზად იყო, კლუბიდან წასულიყო.
ამ სიტუაციით სარგებლობა შეუძლია მადრიდის "რეალს", რომელიც სალაჰში კრიშტიანო რონალდოს შემცვლელს ხედავს.
უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გამოაქვეყნა და სალაჰი არ შეიყვანა
ემოციური კადრები - როგორ შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოჰამედ სალაჰის მშობლიურ ქალაქში [VIDEO]
ფრანც ბეკენბაუერი: მინდა, "ბაიერნს" იურგენ კლოპი ჩაუდგეს სათავეში
ჟოზე მოურინიო: კლოპი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად არ მიმაჩნია