ინგლისელმა ფანებმა პორტუში დიდი არეულობა მოაწყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ფანებმა პორტუში დიდი არეულობა მოაწყვეს. ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც ჰოლანდია ინგლისს დაუპირისპირდება, პორტუგალია, კერძოდ, გიმარაეში მასპინძლობს.

გუშინ კი პირველი ნახევარფინალური შეხვედრა სწორედ პორტუში გაიმართა, სადაც პორტუგალიამ შვეიცარია დაამარცხა.

ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილი ამ შეხვედრასაც ესწრებოდა. გარდა ამისა, ლამაზ ოკეანისპირა ქალაქში ჩასვლა მატჩის მიმართ ინტერესის არმქონე ინგლისელმა ფანებმაც გადაწყვიტეს. ჩავიდნენ, არეულობა მოაწყვეს, ადგილობრივებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ბუნტისთავ ფანებს, რომლებმაც პორტუში წესრიგი დაარღვიეს, "ეროვნული ნაკრების შემარცხვენელები" უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ფეხბურთში მიღებული არაა.

ორი ფანი ხელკეტებთან მცირეხნიანი "დიალოგის" შემდეგ Liberdade Square-ზევე დაიჭირეს. მოგვიანებით ერთი ხულიგანი სხვისი ქონების დაზიანებისთვის წინა ორს მიაყოლეს ზედ. ერთ-ერთმა ფანმა აღნიშნა, რომ ის არაფერს აშავებდა, უბრალოდ თამაშს უყურებდა, რა დროსაც ვიღაც მიეპარა და ზურგში ჩაარტყა. შედეგად კი კვალი დარჩა.

Sportall.Ge

ერთმა, დაახლოებით, 20 წლის ფანმა ამ ყველაფერზე ხმამაღლა თქვა: "ეს შესანიშნავი იყო!"

გარეთ საუთგეითის დამოძღვრილთა მატჩის სანახავად დაახლოებით 18 000 ინგლისელი ფანი არის ჩასული.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სპიკერმა განაცხადა, რომ არეულობის მომწყობი ფანები შეურაცხყოფას აყენებენ ეროვნულ ნაკრებსა და იმ ფანებს, ვინც კარგად იქცევა. ასევე, სპიკერმა დაამატა, რომ ისინი ბრიტანულ პოლიციასთან თანამშრომლობენ.

თავის მხრივ, ბრიტანულმა პოლიციამ "სრულიად მიუღებლად" შეაფასა გულშემატკივართა მოქმედება, რომლებმაც ადგილობრივი მცხოვრების მანქანას შუშები ჩაუმსხვრიეს და შემდეგ დაიწყეს სიმღერები: Fuck the Pope and the IRA და 10 German Bombers.

მომზადებულია theguardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისს ლივერპულის ფანებიც უნახავს და ვესტ ჰემისაც, მაგრამ აქ პიონერებივით იყვნენ გასუსულები, ესენი დურუს რომ ესვრიან ის კაცები არიან, სადაც გაუდით იქ აკეთებენ ასეთებს, თორემ თურქეთში გახსოვთ ალბათ რაც მოხდა.
0
რა გახდა ამ გიჟების ალაგმა. სადაც ჩადიან ყველგან არეულობას და ჩხუბს იწვევენ. მართლაც სამარცხვინო ფანები ყავთ ინგლისს.
0

სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
#
გუნდი
38
32
2
4
72
98
38
21
9
8
24
72
38
21
7
10
22
70
7
ვულვზი
38
16
9
13
1
57
38
15
9
14
8
54
38
15
7
16
3
52
38
15
7
16
-3
52
38
14
8
16
-7
50
38
14
7
17
-2
49
38
12
9
17
-6
45
38
13
6
19
-14
45
38
11
7
20
-23
40
38
9
9
19
-25
36
18
კარდიფი
38
10
4
24
-35
34
19
ფულჰემი
38
7
5
26
-47
26