"ლივერპულის" ფეხბურთელებმა საჩუქრად ოქროს მობილურები მიიღეს

AutoSharing Option
კომპანია IDesign Gold-მა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მიზეზით "ლივერპულის" ფეხბურთელებს ოქროს Ipone-ები აჩუქა.

ოქროსგან დამზადებული მობილურები ინგლისური კლუბის ყველა მოთამაშეს გადაეცა, რომლის უკანა ფონზე ფეხბურთელის გვარი, ნომერი და ჩემპიონთა ლიგის ლოგოა დატანილი.

"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის "ტოტენჰემს" (2:0) სძლია და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჯილდოს ისტორიაში მეექვსედ დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული