"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი, ვინც კი კარიერის განმავლობაში ჰყოლია. ყველა ელოდა, რომ ეს სერ ალექს ფერგიუსონი უნდა ყოფილიყო, თუმცა რუნი სხვანაირად ფიქრობს.
"კარიერაში ვინც კი მწვრთნიდა, მათ შორის ლუი ვან გაანლი დიდი უპირატესობით იკავებს პირველ ადგილს. ამაში 100 %-ით დარწმუნებული ვარ. მისი ტაქტიკური ნარკვევები, მომზადების მეთოდები და თითოეული მცირე დეტალების მიმართ მიპყრობილი ყურადღება ჩემში ყოველთვის გაოცებას იწვევდა. ადრე, მსგავსი არაფერი მენახა.
ლუიმ იცის, რომ მისი მუშაობის მეთოდები ფეხბურთელებისთვის რთული გასაგებია. თავის დროზე
ამის შესახებ ვუთხარი კიდეც და განვიხილეთ ეს საკითხი. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ისე განვითარდა. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი: მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და როცა მწვრთნელი გავხდები, ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ"- გადმოსცემს რუნის სიტყვებს Mirror.
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2014-2016 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით "წითლებმა" ინგლისის თასის მოგება შეძლეს.