ვერც კი გავიგე, მესამე როგორ გავუშვით - "ლივერპული" "დორტმუნდთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ივლისს ინდიანაში "ლივერპულისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც გერმანელების გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეხვედრას 40 ათასამადე ადამიანი დაესწრო.

ანგარიში უკვე მესამე წუთზე გერმანული გუნდის ფორვარდმა პაკო ალკასერმა გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე ჰარი უილსონმა გაათანბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლივერპულმა" ორჯერ გაუშვა გოლი: ჯერ ტომას დილეინი გამოირჩა, ხოლო შემდეგ ბრუუნ ლარსენი. 75-ე წუთზე "ლივერპულის" 18 წლის ფორვარდმა რიან ბრიუსტერმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" კარს სიმონ მინიოლე იცავდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ბევრი კარგი მონაკვეთი
იყო, მაგრამ ჩანს, რომ "ბორუსია" ამჟამად უკეთ არის მომზადებული. მიუხედავად ამისა, მაინც დავინახე ბევრი დადებითი რამ.

პირველი გოლი აუტის შემდეგ გავუშვით, ხოლო მეორე კუთხურიდან, როგორ გავუშვით მესამე ვერც კი გავიგე, თუმცა ორი კარგი ბურთის გატანა შევძელით", - ამბობს კლოპი.

"ლივერპული" მომდევნო ამხანაგურ მატჩში "სევილიასთან" 22 ივლისს ითამაშებს, ხოლო "ბორუსია" 27 ივლისს "უდიეზეს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული