ლონდონის "არსენალი" თავდამსხმელს 80 მლნ ევროდ ყიდულობს

AutoSharing Option
"ლილის" თავდამსხმელი ნიკოლა პეპე ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან ახლოსაა.

BBC-ის ინფორმაციით, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერის თანხაზე 80 მლნ ევროზე შეთანხმდნენ. "არსენალი" თანხას რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.

თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. გარიგების დასასრულებლად 24 წლის ფეხბურთელის აგენტის თანხმობაა საჭირო. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოესს ორ დღეში შედგება.

მსგავსი შეთანხმება "ლილს" "ნაპოლისთანაც" აქვს, თუმცა აგენტი ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.

ნიკოლა პეპემ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 37 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული