
ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი "ჩელსიდან""არსენალში" გადავიდა.
ტრანსფერის დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
BBC-ის ჟურნალისტი დევიდ ორნსტეინი ამტკიცებს, რომ "არსენალმა" დავიდ ლუისი 8.7 მილიონ ევროდ შეიძინა და ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ის "არსენალში" 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"ჩელსიმ" დავიდ ლუისი 2016 წელს პსჟ-სგან 35 მილიონ ევროდ იყიდა.