პრემიერლიგის პირველ ტურში "ნორვიჩთან" ნამატჩევს (4:1) "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ისაუბრა:
"60 წუთის მანძილზე ძალიან მწვავედ ვუტევდით, შემდეგ ცოტა კონტროლი დავკარგეთ. ეს სეზონის ადრეული ეტაპისთვის ნორმალურია. ჩემი პატივისცემა მეტოქეს - ბოლომდე იბრძოლა და თავისი ფეხბურთით სიამოვნება მიიღო.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ორი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ თავად გავუშვით გოლი. ამის შემდეგ მოწინააღმდეგეს სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. თუმცა, ანგარიშის შესანარჩუნებლად შრომა მოგვიწია.
ალისონმა კუნთის ტრავმა მიიღო და "ჩელსისთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას ადრიანი შეცვლის, რომელიც შესანიშნავი მეკარეა. სწორედ ამიტომ გავუფორმეთ
კონტრაქტი", - ციტირებს კლოპს BBC.
"ლივერპულისა" და "ჩელსის" მატჩი ევროპის სუპერთასზე 14 აგვისტოს სტამბულში გაიმართება.