"ჩელსის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ რწმენისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"შევეცდები ჩემს რწმენაზე მოგიყვეთ. ვგრძნობ, მედიასაშუალებები უნდა გამოვიყენო, რათა იესო ქრისტესადმი ერთგულებაზე ვისაუბრო.
ცოტა ხნის წინ ლონდონში მიღება გავუმართე დევნილ ქრისტიანებს, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ფეხბურთში რწმენა ძალიან გავრცელებული არ არის. ხანდახან ეკლესიაში მცნობენ.
აუცილებელია იყოთ თავმდაბალი და კეთილგონიერი. აი, რა არის ჩემს გულთან ახლოს.
აუცილებელია იყოთ თავმდაბალი და კეთილგონიერი. აი, რა არის ჩემს გულთან ახლოს.
ჟურნალ "იესოს" რედაქტორი გავხდები, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში გამოვა. ეს მნიშვნელოვანი თემაა და არა იმიტომ, რომ ამაზე მე ვლაპარაკობ (იცინის), - განაცხადა ჟირუმ "ფიგაროსთვის" მიცემულ ინტერვიუში.