"დეილი მირორის" ცნობით, "დერბის" ირლანდიელი ცენტრალური მცველი რიჩარდ კეო ორ თანაგუნდელთან, ტომ ლოურენსთან და მეისონ ბენეტთან ერთად დათვრა.
ფეხბურთელებმა სახლში ტაქსით წასვლა არ ისურვეს, ლოურენსის ავტომობილით გაემგზავრნენ და ავტოავარიაში მოყვნენ.
კეომ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, ამ სეზონში ვერ ითამაშებს და ირლანდიის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩშიც ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება ლოურენსსა და ბენეტს, პოლიციამ დააკავა და კლუბი მათ გათავისუფლებას ცდილობს.