ზაფხულში "ჩელსიმ" ედენ აზარის შემცვლელად კრისტიან პულიშიჩი 64 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
"დეილი მეილის" ცნობით, 21 წლის პულიშიჩი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ნაახალწლევს იჯარით გაშვებას მოითხოვს.
"ჩელსის" კი შეტევაში პრობლემა არა აქვს - მაუნტი, ვილიანი, ჰადსონ-ოდოი და მალე მწყობრში პედროც ჩადგება.
პულიშიჩმა ამ სეზონში 7 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.