ოფიციალურად: პულიშიჩი "მილანის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ჩელსის" ყოფილი შემტევი კრისტიან პულიშიჩი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერის შესახებ "როსონერიმ" სოციალურ ქსელში განაცხადა.

ამერიკის ნაკრების ფეხბურთელმა "შავ-წითლებთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "არისტოკრატები" მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, პულიშიჩი "ჩელსის" 2019 წელს, "დორტმუნდიდან" 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. კრისტიანმა "ლურჯების" მაისურით ჯამში 145 მატჩი გამართა, თავი კი 26 გატანილი გოლითა და 21 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული