"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა ოლე-გუნარ სოლსკიაერის მოხსნას არ აპირებს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერს უახლოეს მომავალში არ გადააყენებენ.

"დეილი მეილის" ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ნორვეგიელ სპეციალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მის სამუშაოდან დათხოვნას არ გეგმავს.

სოლსკიაერს ნდობას უცხადებენ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი და "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელები - გლეიზერების ოჯახი. მათ მიაჩნიათ, რომ "იუნაიტედი" გარდამავალ პერიოდშია და გუნდის მშენებლობას დრო სჭირდება.

8 ტურის შემდეგ "მანჩესტერი" 9 ქულით პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი უთავმოყვარეო გუნდი ბოლო ათწლეულებში არ მახსენდება!!! იმედია მომავალ წელს პრემიერშიფში ვიხილავთ, იქ სადაც მათი ადგილია.
რომანა
11:00 08-10-2019
1

სიახლეები პოპულარული