იურგენ კლოპი პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ აღიარეს საუკეთესოდ

AutoSharing Option
ინგლისურმა პრემიერლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.

საუკეთესო მწვრთნელად "ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი აღიარეს. გერმანელმა სპეციალისტმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. საერთო ჯამში, მას ეს ჯილდო 5-ჯერ აქვს მოგებული.

მისი ხელმძღვანელობით, "ლივერპულმა" სექტემბერში სამივე მატჩი მოიგო.

საუკეთესო ფეხბურთელად კი ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღიარეს.

გასულ თვეში 30 წლის გაბონელმა 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ეს ობამეიანგისთვის მეორე ჯილდოა. ადრე ის საუკეთესოდ 2018 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს.

მომზადებულია premierleague.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იურგენ კლოპი მსოფლიოშიც საუკეთესოა
იოსები
22:49 16-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული