სადიო მანეს დასაფასებელი პოზიცია ძვირფას ნივთებსა და ადამიანებზე

AutoSharing Option
"ლივერპულის" სენეგალელმა შემტევმა სადიო მანემ ინტერვიუ მისცა განურ გამოცემა Nsemwoha.com-ს და ძვირფასი ნივთების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"რატომ უნდა მინდოდეს 10 "ფერარის", 20 ბრილიანტებით მორთული საათისა და ორი პირადი ვერტმფრენის ყოლა? რას გააკეთებენ ეს ნივთები სამყაროსა და ჩემთვის? მშიერი ვიყავი, მინდორში მიწევდა მუშაობა. ცხოვრებაში რთული დრო გამოვიარე, ფეხბურთს ფეხშიშველი ვთამაშობდი. არც განათლება მქონდა და ძალიან ბევრი რამ მაკლდა.

ახლა კი ფულს ფეხბურთით ვშოულობ და ხალხის დახმარება შემიძლია. ავაშენე სკოლები, სტადიონი. სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, საკვებით ვეხმარებით. მე სენეგალის ერთ-ერთი
უღარიბესი რაიონის თითოეული მცხოვრებისათვის ყოველთვიურად 70 ევროს გამოვყოფ და ეს მათი ოჯახის ბიუჯეტში შედის.

არ მჭირდება ძვირფასი მანქანებით თავის მოწონება, არც სასახლეებით, არც მოგზაურობითა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ვერტმფრენებით ვირთობ თავს. მე მირჩევნია, ჩემმა ხალხმა მიიღოს იმის ნაწილი, რაც ცხოვრებამ მე მომცა," - განაცხადა სადიო მანემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხლა მოდი და ამ კაცს ნუ დააფასებ და პატივს ნუ სცემ, იცის ადამიანმა გაჭირვება და ის გაჭირვებული ეცოდება და ეხმარება, თავის დროზე თვითონ რომ გამოიარა. წარმატებებს გისურვებ ისედაც კარგად ვიყავი განწყობილი ამ ბიჭის მიმართ და ეხლა საერთოდ შენი ფანი ვარ
ზიზუ
22:03 21-10-2019
0
საღოლ სადიო. ძმა ხარ
ნახალოვკელი
20:13 21-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული