"ლესტერის" ისტორიული შედეგი - 9:0 "საუთჰემპტონთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-10 ტურში "ლესტერმა" გასვლაზე 9:0 გაანადგურა "საუთჰემპტონი".

"ლესტერმა" ინგლისის უმაღლესი ლიგის ისტორიაში გასვლით მატჩში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.

წინა მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნოდა, რომელმაც 1991 წელს "ნოტინგემ ფორესტს" 8:1 მოუგო.

აგრეთვე "ლესტერმა" ინგლისის პირველობაზე "მანჩესტერის" მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება გაიმეორა - 1999 წელს "იფსვიჩი" 9:0 გააბითურა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მე-12 წუთზე "საუთჰემპტონის" მცველი რაიან ბერტრანი გააძევა და ამის შემდეგ კაცნაკლული თამაშობდა.

სამ-სამი გოლი აიოსე პერესმა და ჯეიმი ვარდიმ გაიტანეს და ეს უკანასკნელი 9 გოლით პრემიერლიგის
ბომბარდირია.

"ლესტერი" 20 ქულით მეორე ადგილზეა და 3 ნოემბერს ლონდონში "კრისტალ პალასს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ თამაშის ყველაზე მრავლისმეტყველი ეპიზოდი მატჩის უკანასკნელი წამებია, როდესაც კარს უკან მდგარი ტკივილით აღსავსე "წმინდანები"-ს ფანები ჯეიმი ვარდის 11 მეტრიანის შესრულებისას ხელების ჟესტიკულაციით დანდობას სთხოვენ...
Caruzo 9
15:16 26-10-2019
0
საუთჰემპტონი 1X უნდა ამეღო არადა სერიოზულად, კიდე კარგი გადავიფიქრე. DDDDDD
....
11:10 26-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული