გრანიტ ჯაკამ მოედნის დატოვებისას გულშემატკივრებს შეაგინა

AutoSharing Option
"არსენალის" კაპიტანი გრანიტ ჯაკა პრემიერლიგის მე-10 ტურში "კრისტალ პალასთან" მატჩის 61-ე წუთზე შეცვალეს, მან კი გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯაკა შეცვლისას მოედანს აუჩქარებლად ტოვებდა, ფანებმა სტვენა დაუწყეს, მან კი მათ რეაქციაზე ხელი ყურთან მიიდო, შეაგინა, მაისურა გაიხადა და გასახდელში გავიდა.

გუნდის მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ ჯაკა არასწორად მოიქცა და მის საკითხს განიხილავენ.

26 წლის ჯაკამ მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"არსენალი" 16 ქულით მეხუთე ადგილზეა და 2 ნოემბერს "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული