"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"მანჩესტერთან" მატჩებს შეიძლება კლასიკო ვუწოდოთ. "ლივერპული" ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ როდესაც "სიტიში" გადმოვედი, ჩემპიონობისთვის ბრძოლა "იუნაიტედთან" გვიწევდა.
ახლა "ლივერპული" უფრო ძლიერი გუნდია და მასთან ოქროს მედლებისთვის ვიბრძვით. ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაგვიწიოს, მიმდინარე სეზონში ჩვენზე წინ არის და ეცდება, ბოლომდე პირველ ადგილზე დარჩეს", - განუცხადა აგუერომ "ფრანს ფუტბოლს".