"მანჩესტერ სიტისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კოპა ამერიკაზე თავისი გუნდის გამარჯვების შანსებზე ისაუბრა და ლიონელ მესისაც შეეხო.
"ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება მესისთვის უფრო მეტად მინდა, ვიდრე ჩემთვის. იმედი მაქვს, ერთხელაც ეს ყველაფერი მოხდება.
ეს ის ოცნებაა, რომელთან ერთადაც ლეო და დანარჩენები ვცხოვრობთ. მე მის ადგილას წარმოვიდგენ თავს და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რათა მან თასის აღმართვა შეძლოს.
ჩვენ ვიცით, მას ჩვენთვის ტიტულის მოტანა შეუძლია. წარმატების მისაღწევად გუნდიც მენტალურად მზად უნდა იყოს", - გადმოსცემს აგუეროს სიტყვებს Fox Sports Argentina.
არგენტინის