Evening Standard-ის ცნობით, "არსენალის" მწვრთნელმა უნაი ემერიმ გუნდისთავად გრანიტ ჯაკას ნაცვლად პიერ-ემერიკ ობამეიანგი დანიშნა.
ჯაკამ "კრისტალ პალასთან" მატჩის დროს მოედნის დატოვებისას გულშემატკივრებს შეაგინა და ემერი იძულებული შეიქნა, ზომები მიეღო.
ჯერ უცნობია "მეთოფეებში" ჯაკას მომავალი. ობამეიანგმა უკვე უკაპიტნა "არსენალს" პრემიერლიგის მე-11 ტურში, "ვულვერჰემპტონთან" შეხვედრაში.