"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა უგუნდოდ დარჩენილ ვეტერან თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.
"ადრე "მანჩესტერში" რომ არ ეთამაშა, ჩვენ შეიძლება ეს ვარიანტი განგვეხილა. არა, არა მგონია, მას ჩვენთან გადმოსვლა უნდოდეს. ჩვენ საკმაოდ დაძაბული გუნდი გვყავს.
მე მომწონს მთელი მისი კარიერა, ძალისხმევა და თვითდაჯერებულობა. შესაძლოა, ეს ყოველთვის სწორი არ იყო, მაგრამ მაინც საინტერესოა.
ფანტასტიკური პერსონაჟია და ძალიან ვიმედოვნებ, რომ თამაშს თავს არ დაანებებს. სამყარო მის გარეშე მოიწყენს", - განუცხადა კლოპმა Goal-ს.