იურგენ კლოპმა დაასახელა სტადიონი, სადაც ყველაზე მეტად არ უყვარს ჩასვლა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაასახელა ის სტადიონი, სადაც ყველაზე მეტად არ უყვარს ჩასვლა.

"სტადიონი, სადაც ყველაზე მეტად არ მიყვარს თამაში, "სევილიას" ეკუთვნის. რატომ? რადგან იქ ისეთი ატმოსფეროა... სინამდვილეში ეს კომპლიმენტია!", - თქვა კლოპმა სიცილით.

გერმანელი სპეციალისტი არაერთხელ ყოფილა თავის გუნდებთან ერთად "რამონ სანჩეს პისხუანზე", თუმცა ერთხელაც ვერ მოუგო მასპინძლებს, ვერც "მაინცით", ვერც "დორტმუნდით" და ვერც "ლივერპულით".

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, 2017 წლის ნოემბერში ინგლისური კლუბი "სევილიას" 3:0-ს უგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 3:3 დასრულდა.

პრინციპში, კლოპს "სევილიისთვის" არასდროს მოუგია.

შეგახსენებთ, რომ
2016 წელს ევროპა ლიგის ფინალში "სევილიამ" "ლივერპულს" 3:1 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული