კაცი, რომელიც ყველას უყვარდა - როგორ გააგდო "ტოტენჰემის" ბოსმა პოჩეტინო

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინო უკვე "ტოტენჰემის" წარსულია და არგენტინელი სპეციალისტის 5-წლიანი ლონდონური სამწვრთნელო ამბავიც დასრულდა.

არგენტინის ერთ-ერთ პატარა ქალაქ მურფიში დაბადებულმა ადამიანმა იმდენი მოახერხა, რომ "დეზების" გულშემატკივართა გულში სამუდამოდ დარჩება.

სწორედ "პოჩეს" ხელში გამოჩნდა "ტოტენჰემის" რიგებში არაერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მაგალითისთვის მხოლოდ დელე ალისა და ჰარი კეინის გვარებიც კი კმარა.

ის ძალიან ახლოს იყო ჯერ პრემიერლიგის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, თუმცა პირველ შემთხვევაში "ლესტერმა", მეორე ჯერზე კი "ლივერპულმა" არ დაანება ტიტული.

47 წლის არგენტინელი ის ადამიანია, რომელსაც ზაფხულში არცერთი
ტრანსფერი არ გაუკეთეს და მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც გაიყვანა.

პოჩეტინოს სკამი გვარიანად მას შემდეგ შეირყა, რაც მისი "ტოტენჰემი" საკუთარ მოედანზე "ბაიერთან" 2:7 განადგურდა.

მაშინ ლონდონელთა ბოსი დენიელ ლევი ირწმუნებოდა, რომ ჩვენ ახალ მენეჯერს არ ვეძებთ და მაურისიოსაც მშვიდად შეუძლია თავისი საქმის კეთებაო, თუმცა ყველაფერი სხვანაირად ყოფილა...

თურმე, ლევის თავის საყვარელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებები მაშინვე დაუწყია. პორტუგალიელის პოსტზე დანიშვნა კი ამდენ ხანს იმიტომ გაჭინაურდა, რომ მხარეები კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ.

პოჩეტინოს გაშვება მთლიანად გუნდისთვის და მსოფლიო მედიისთვის უდიდესი სენსაცია აღმოჩნდა. ყველაფერი კი ლევიმ მაშინ გააკეთა, როდესაც ფეხბურთელები სანაკრებო პაუზაზე იმყოფებოდნენ.

მაურისიოს ისღა დარჩენოდა გასახდელში გამოსამშვიდობებელი სიტყვები დაეწერა:

"დიდი მადლობა ყველას. ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთთან დამშვიდობება. თქვენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნებით", - დაწერა არგენტინელმა.

altპოჩეტინომ "ტოტენჰემის" ფეხბურთელებს მოკლე წერილი დაუტოვა

პოჩეტინოს თანადგომა "ტოტენჰემის" თითქმის ყველა ფეხბურთელმა გამოუცხადა. უმეტესობა მათგანი აღნიშნავს, რომ ის მათთვის არა მარტო მწვრთნელი, არამედ მამა და მეგობარი იყო.


ჰარი კეინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სანაკრებო პაუზიდან დაბრუნდა, არგენტინელს სახლში ეწვია და ისე დაემშვიდობა.

ახლა "ტოტენჰემს" ჟოზე მოურინიო წვრთნის. "განსაკუთრებული" კაცი, რომლისგანაც ყოველთვის განსაკუთრებულ შედეგებს ელოდებიან.

პორტუგალიელი პირობას იძლევა, რომ მას ფეხბურთელებთან იგივე ურთიერთობა ექნება, როგორც პოჩეტინოს, თუმცა ლონდონში ის ადამიანი აღარ იქნება, რომელმაც დიდი სიყვარულის ისტორია შექმნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრად მიქარეს,პონჩეტინო უმუშევარი არ დარჩება,დეზებს კი მხოლოდ ვუსამძიმრებ,მოურინიოს ფეხბურთი კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა.
ზას.
23:20 25-11-2019
2
ავტორ ცოტა დაუკელი პოჩეტინიოს ასაკს თორემ გავიდა პენსიაზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული