"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა და "ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი ინგლისური საფეხბურთო ლიგების მწვრთნელთა ასოციაციის (LMA) დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის საიტი ავრცელებს. სპეციალისტები სამწვრთნელო საქმიანობაში ისტორიული მიღწევების გამო დააფასეს.
ცერემონია მანჩესტერში გაიმართა. ჯილდოები კლოპსა და გვარდიოლას ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მენეჯერმა ალექს ფერგიუსონმა გადასცეს.