ნახვამდის, უნაი ემერი - ლონდონის "არსენალმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გაათავისუფლა. კლუბმა ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი საიტის მეშვეობით გაავრცელა.

"გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ გუნდის გამოსვლა და შედეგები მოთხოვნილ დონეს არ შეესაბამება. ფრედერიკ ლუნგბერს ვთხოვეთ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება. დარწმუნებულები ვართ, რომ ფრედი წინ გაგვიყვანს. ახლა მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი მიმდინარეობს და როცა პროცესი დასრულდება, ამის შესახებ განვაცხადებთ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს "არსენალმა" "აინტრახტთან" ევროპა ლიგის მეხუთე ტურში 1:2 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ "არსენალმა" ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა და პლეი-ოფში გასვლის
შანსი დარჩა, გულშემატკივრებში ამ მარცხმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ინგლისის პრემიერლიგაში "არსენალი" 18 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და მხოლოდ 4 მოგება აქვს.

ემერი "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი 2018 წლის 23 მაისს გახდა. 2018/19 წლების სეზონში გუნდმა პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა, თუმცა ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ადრე გაეშვათ რამდენი ბილეთი გამიფუჭაა ამ
0
დენის ბერგკამპს ვიხილავდი სიამოვნებით მწვრთნელის ამპლუაში.
Caruzo 9
13:43 30-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული