
34 წლის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ "დერბიში" პირველი ვარჯიში ჩაატარა.
რუნიმ "დერბისთან" კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა, მის რიგებში თამაშს კი იანვრიდან დაიწყებს. ის გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.
"დერბი" 18 ტურის შემდეგ ჩემპიონშიპში 24 ქულით მე-14 ადგილზეა.
"შრეკმა" გასულ სეზონში "დი სი იუნაიტედში" 29 მატჩში 11 გოლი (4 პენალტით) და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.