გასულ კვირაში გადაყენებული კიკე სანჩეს ფლორესის ნაცვლად "უოტფორდის" მწვრთნელად ნაიჯელ პირსონი დანიშნეს.
პირსონს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.
"უოტფორდმა" მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და 8 ქულით აუტსაიდერია.
პირსონი ამ სეზონში გუნდის მესამე მწვრთნელია - პირველი ხავი გრასია იყო.