"ლესტერმა" გუნდის მენეჯერ ბრენდან როჯერსს ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, - იტყობინება Sky Sports-ი.
"ლესტერის" ხელმძღვანელობა შეშფოთებული იყო იმით, რომ როჯერსის სამსახურით "არსენალი" იყო დაინტერესებული და თანამშრომლობის გახანგრძლივება ამიტომ იჩქარა.
როჯერსის სეზონური გასამრჯელო 7 მილიონი ევრო იყო, გამოცემა არ აზუსტებს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდეს.
"ლესტერი" პრემიერლიგაზე მეორე ადგილზეა და 8 დეკემბერს "ასტონ ვილას" შეხვდება.