"რედ ბულ ზალცბურგის" თავდამსხმელი ტაკუმი მინამინო უახლოეს საათებში "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება, თუ სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის.
The Telegraph-ის ინფორმაციით, 24 წლის იაპონელი სწორედ დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და იანვარში უკვე "წითლების" გუნდს შეუერთდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მერსისაიდელები ახალგაზრდა იაპონელს საკმაოდ იაფად - 7,25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძენენ.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მინამინომ 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.