ოფიციალურად: კარლო ანჩელოტიმ "ევერტონი" ჩაიბარა

AutoSharing Option
დღეს 21 დეკემბერს, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კარლო ანჩელოტი "ევერტონს" ჩაიბარებს. იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი დებიუტი 26 დეკემბერს "ბარნლთან" შედგება.

ეს ანჩელოტის პირველი ინგლისური კლუბი არ არის, მას ლონდონის "ჩელსში" უმუშავია, რომელთანაც ერთად პრემიერლიგა, თასი და სუპერთასი მოიგო.

" "ევერტონი" არის კლუბი მდიდარი ისტორიით და განსაკუთრებული გულშემატკივარით. მომეწონა გუნდის მფლობელების ხედვა და მიზნები, რამაც გამოიწვია ის რომ დღეს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ. ბოლო პერიოდი ვაკვირდებოდი "ევერტონის" თამაშებს და მოხარული ვარ რომ გუნდს წინსვლა
აქვს, ეს მე ხელს შემიწყობს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"ევერტონი" პრემიერ ლიგაში მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას სამი ქულა აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხონაბა სულ ევერტონის თამაშებს უყურებდი მეტი საქმე არ გქონდა:)
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული