იურგენ კლოპი 2019 წელს აჯამებს: მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს - ვაუ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2019 წელი შეაჯამა.

"ბუნებრივია, მოვიდა დრო, მოკლედ შევაჯამო ჩვენი გუნდის არაჩვეულებრივი 2019 წელი. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად მიცნობთ, არ მიყვარს უკან მოხედვა. თუმცა, როგორ შემიძლია იმის იგნორირება, რაც ამ წელში მოხდა? მე მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს - ვაუ.

ძალიან ბევრი რამით ვამაყობ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმით, რომ "ლივერპული" ისევ იგებს ტურნირებს. ვიდრე ცოცხალი ვარ, არასოდეს დავივიწყებ მადრიდულ საღამოს და მეორე დღეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასი ლივერპულში ჩამოვიტანეთ.

მახსოვს, ერთხელ ვთქვი, რომ როდესაც ამ თასს ჩამოვიტანდით,
ქალაქი "აფეთქდებოდა". მე სიტუაცია ცოტა სათანადოდ ვერ შევაფასე. მახსენდება და ტანში ჟრუანტელი მივლის", - განუცხადა კლოპმა კლუბის საიტს.

2019 წელს "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
"ვაუ"-ს გაძახებიებს როჯერსი და მისი "ლესტერი" ამ საღამოს
qomagi
10:09 26-12-2019
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული