"ევერტონმა" ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში "ევერტონმა" სახლში 1:0 მოუგო "ბარნლის".

"ევერტონმა" კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - აქამდე ჩემპიონატზე "არსენალს" და "მანჩესტერს" დაუზავდა, ხოლო ლიგის თასზე პენალტების სერიაში "ლესტერთან" დამარცხდა.

"ევერტონი" 22 ქულით მე-13 ადგილზეა და 28 დეკემბერს სტუმრად "ნიუკასლს" შეხვდება.

ლივერპული. "გუდისონ პარკი". 39 177 მაყურებელი

ევერტონი - ბარნლი 1:0

გოლი: კალვერთ-ლიუნი (80)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული