26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში, "ლივერპულმა" გასვლაზე მეორეადგილოსანი "ლესტერი" 4:0 დაამარცხა.
თავდამსხმელმა ფირმინომ დუბლი შეასრულა. მან ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
21 წლის მცველმა ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა - ამ სეზონში ჩემპიონატზე 8 საგოლე პასი გააკეთა, 2019 წელს კი 20, რაც პრემიერლიგის რეკორდია.
"ლივერპული" 52 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ლესტერს" უკვე 13 ქულით უსწრებს, თან, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 29 დეკემბერს "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს.
"ლივერპული" 35 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია - "არსენალის" რეკორდამდე 14 შეხვედრა უკლია.
ლესტერი. "კინგ პაუერი". 32 211 მაყურებელი
ლესტერი - ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 ფირმინო (31), 0:2 მილნერი (71, პენ), 0:3 ფირმინო (74), 0:4 ალექსანდერ-არნოლდი (78)