"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "ლივერპულთან" სახლში განცდილი მარცხი (0:4) შეაფასა და წინა ტურის შეხვედრასაც შეეხო.
"უკანასკნელ ორ ტურში ჩვენ ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში 2 საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ. პირველ ტაიმში მოთმინების უნარი არ გვეყო. ბურთი ვერ გავაკონტროლეთ, ამიტომაც დიდი ძალებით თავის დაცვა მოგვიწია. როცა ტოპ-კლუბს ეთამაშები, მსოფლიოს ჩემპიონს, თამაში კიდევ უფრო რთული ხდება.
ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს. ჩვენთვის ეს შესანიშნავი გაკვეთილია - გაკვეთილი ძლიერ ფეხბურთში. "ლივერპულს" უნდა დავუფასოთ, ისინი კარგად თამაშობდნენ. "ლესტერის" "ლივერპულთან" რბოლაში ჩართვას ცდილობდნენ, თუმცა საკუთარი ადგილი ვიცით", - აღნიშნა
ბრენდან როჯერსმა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით