გაძევება, ორი მოგერიებული პენალტი და "ვულვზმა" "მანჩესტერ სიტის" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურის დასკვნით მატჩში "ვულვერჰემპტონმა" სახლში "მანჩესტერ სიტის" 3:2 სძლია.

თამაში ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. მე-12 წუთზე მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო სტუმართა გუნდის მეკარე ედერსონი გააძევა, მწვრთნელმა გვარდიოლამ თავდამსხმელ აგუეროს ნაცვლად შეცვლაზე გოლკიპერი ბრავო შეუშვა და სტერლინგმა მალე პენალტით "ქალაქელები" დააწინაურა. ოღონდ, გოლის გასატანად გვარიანად იწვალა. მისი პირველი დარტყმული რუი პატრისიუმ მოიგერია, თუმცა არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა, რომ მასპინძელთა ფეხბურთელებმა საჯარიმოში დროზე ადრე შეირბინეს. მეორედაც მოიგერია სტერლინგის დარტყმული კიპერმა, მაგრამ დამატებაზე მან ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ სტერლინგმა დუბლი შეასრულა, ცოტა ხანში ტრაორემ ანგარიში შეამცირა, შემდეგ ხიმენსმა გაათანაბრა, ბოლოს კი დოჰერტიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

სტერლინგმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 20 გოლი გაიტანა და პრემიერლიგაზე ყველაზე შედეგიანია.

"მანჩესტერ სიტი" 38 ქულით მესამე ადგილზეა, "ვულვერჰემპტონი" კი 30 ქულით - მეხუთეზე.

"სიტიმ" მიმდინარე სეზონში 19 ქულა დაკარგა - მთელ გასულ სეზონში კი 16.

"ვულვზის" მიერ ბურთის ფლობა 62% იყო, რაც ინგლისის ჩემპიონატზე გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ აქამდე ვერავინ ვერ მოახერხა.

ვულვერჰემპტონი. "მოლინე". 31 737 მაყურებელი
ვულვერჰემპტონი - მანჩესტერ სიტი 3:2
გოლები: 0:1 სტერლინგი (25), 0:2 სტერლინგი (50), 1:2 ტრაორე (55), 2:2 ხიმენესი (82), 3:2 დოჰერტი (89)
გაძევება: ედერსონი (12)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული