
ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ გარი ლინეკერს მიაჩნია, რომ მე-19 ტურში "მანჩესტერ სიტის" "ვულვერჰემპტონთან" 2:3 დამარცხების შემდეგ, პრემიერლიგაზე საჩემპიონო რბოლა დასრულებულია.
"ლივერპულს" პრემიერლიგის პირველად მოგებას ვულოცავ", - წერს ლინეკერი ტვიტერზე.
ლიდერი "ლივერპული" უახლოეს მდევარ "ლესტერს" 13 ქულით უსწრებს, მესამეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 14 ქულით და თანაც, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.